სამუშაოების დაფა და სალარო — ერთ პროგრამაში
ტექნიკის მიღებიდან გადახდამდე ყველაფერი ერთ ადგილას: სამუშაოს ბარათზე ამატებთ ნაწილებს და მომსახურებებს, ხოლო როცა სამუშაო დასრულდება, იქვე იღებთ გადახდას. ცალკე სალარო პროგრამა, თავიდან აკრეფა და დაკარგული ნაწილი აღარ გექნებათ.
ავტო- და მოტოსერვისი, სატვირთოს, ტრაქტორისა და სხვა ტექნიკის სახელოსნო.
Windows · macOS · Linux — ქართული და ინგლისური ინტერფეისი
დაფა და სალარო ერთ სისტემაშია
სერვისების უმეტესობა სამუშაოებს ერთ ადგილას აღრიცხავს, გაყიდვებს კი სხვა პროგრამაში. cartooli-ში ეს ერთი პროცესია: სამუშაოს ბარათი თავად ხდება ჩეკი.
1. ტექნიკა დაფაზე
იღებთ ავტომობილს, მოტოციკლს, სატვირთოს თუ ტრაქტორს, ხსნით სამუშაოს და ანიჭებთ ხელოსანს. დაფაზე ჩანს, რა ეტაპზეა თითოეული სამუშაო.
2. ნაწილები და მომსახურება
სამუშაოს ბარათზე ამატებთ მარაგიდან ნაწილებს და მომსახურებებს. ფასები და ნაშთი ავტომატურად ჩანს.
3. გადახდა იქვე
სამუშაო დასრულდა და გადახდას იმავე ბარათიდან იღებთ, ნაღდით ან ბარათით. კლიენტი ჯამს საკუთარ ეკრანზე ხედავს.
სამუშაოს გარეშეც შეგიძლიათ გაყიდვა: ნაწილს დახლთან დაასკანერებთ და POS სალარო ჩვეულებრივ ჩეკს გამოწერს.
ყველაფერი, რაც ყოველდღიურ საქმეს სჭირდება
ქაღალდის ჟურნალისა და Excel-ის ნაცვლად — ერთი მოწესრიგებული სისტემა, სადაც თითოეულ მანქანას, მოტოციკლს თუ ტრაქტორს საკუთარი ციფრული ისტორია აქვს.
სამუშაოების დაფა
ყველა სამუშაო ერთ ეკრანზე — მიღებიდან დასრულებამდე. სტატუსი, ხელოსანი და ისტორია ერთი დაწკაპებით.
კლიენტები და მათი ტექნიკა
ავტომობილი, მოტოციკლი, სატვირთო, ტრაქტორი თუ სხვა ტექნიკა — VIN-ით ან მის გარეშე. ძებნა, არქივი და ვიზიტების სრული ისტორია.
სალარო შტრიხკოდით
დაასკანერეთ ნაწილი — კალათაში ჩავარდება. ნაღდი ან ბარათი, ხურდის დათვლა და კლიენტის ეკრანი.
პროდუქტები და მარაგი
ფასები, ფოტოები და მარაგის ნაშთი. შემოსვლის, კორექციისა და გაყიდვის ისტორია არასდროს იკარგება.
გაყიდვები და ანგარიშები
დღის, კვირის ან ნებისმიერი პერიოდის შემოსავალი — გრაფიკით, გადახდის მეთოდის მიხედვით.
შეხსენებები
ზეთის შეცვლა, ტექდათვალიერება, შემდეგი ვიზიტი — არცერთი კლიენტი არ დაგავიწყდებათ.
რატომ cartooli?
დაიწყეთ 5 წუთში
არც სერვერი, არც რთული კონფიგურაცია.
გადმოწერეთ
აირჩიეთ თქვენი სისტემის ინსტალერი და დააინსტალირეთ, როგორც ჩვეულებრივი პროგრამა.
დაარეგისტრირეთ სერვისი
მიუთითეთ სერვისის სახელი, თქვენი სახელი და პაროლი — ეს ადმინისტრატორის ანგარიშია.
დაამატეთ გუნდი და მუშაობა დაიწყეთ
„პარამეტრებში“ დაამატეთ თანამშრომლები და ხელოსნები, შემდეგ — პირველი სამუშაო.
გადმოწერა
ყველა ბმული ხსნის ბოლო ვერსიის გვერდს GitHub-ზე.
პირველი გაშვება: პროგრამა ჯერ ციფრულად ხელმოწერილი არ არის. Windows-ზე „Windows protected your PC“ ფანჯარაში დააჭირეთ More info → Run anyway; macOS-ზე — მარჯვენა კლიკი → Open.
მალე
ვმუშაობთ შემდეგ შესაძლებლობებზე: